ჩვენს შესახებ
საქველმოქმედო ფონდი „ზღვა მეგობრობისა“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად და დაფუძნებულია წევრობაზე.
ფონდის წევრობის ყოველთვიური მინიმალური თანხა არის 10ლარი.
ფონდის დამფუძნებელია გაგა ლომოური, დირექტორი - მარია პოლიაკოვა.
ფონდის მიზანია საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის ჩამოყალიბება და სოლიდარობის განცდის ამაღლება გაჭირვებული ადამიანებისთვის საკვების მიწოდების გზით. ორგანიზაცია შესაბამისი ღონისძიებების მეშვეობით ცდილობს გაჭირვებულ ადამიანებს ჰქონდეთ საკვებზე წვდომა.